ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია თამაშისთვის მზადაა. რუსული მედიის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელი იმის მიუხედავად, რომ ვარჯიში სულ ორი დღეა განაახლა, ყოფილი გუნდის, მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ითამაშებს.
კვარაცხელიას კორონავირუსის გამო სამი კვირა გაუცდა და ამ პერიოდში საქართველოს ნაკრების სამი, ხოლო "რუბინის" ორი თამაში გამოტოვა. ჩვენებური გუნდთან ერთად უკვე მესამე დღეა ვარჯიშობს და კარგადაა.
ხვიჩას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი. "რუბინი" მე-17 ტურში 5 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, მოსკოვში, "ლოკომოტივს" ესტუმრება და დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.