ჟურნალი People-ის ტრადიციული გამოკითხვის მიხედვით, წლის ადამიანის ტიტული 2020-ში სელენა გომეზს ხვდა წილად. ახალგაზრდა მომღერლისა და მსახიობის მთავარი დამსახურება საზოგადოებისთვის მენტალური პრობლემების გაზიარება, სასოწარკვეთილთა ნუგეშისცემა და საკუთარი თავის სიყვარულის "პროპაგანდა" გახლავთ.
28 წლის ვარსკვლავი პირადი ურთიერთობებით დაწყებული დეპრესიის დაძლევას ამ ყველაფრისადმი თვალის გასწორებით ახერხებს, ის საჯაროდაც არ ერიდება ამ თემაზე საუბარს და როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ყველაზე მთავარი სწორედ გულახდილობაა, რასაც ისინი ცნობილ ადამიანებში იშვიათად თუ აწყდებიან.
გარდა ამისა, მომღერალს ხშირად აკრიტიკებდნენ ჯანმჯრთელობის მდგომარეობის გაუარესებულიკ წონის მატების გამო, თუმცაღა მისი თითოეული პასუხი მოტივაცია გახდა ქალბატონებისთვის, რომლებიც იმ სტერეოტიპულ მოთხოვნებს არ ან ვერ აკმაყოფილებენ, რომლებსაც მათ საზოგადოება უყენებს.