გარეტ ბეილმა კარიერაში საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა.
„ტოტენჰემის“ 31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა, ამის გაკეთება „ლასკთან“, ევროპა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა.
თამაში ფრედ, 3:3 დასრულდა, რაც ლონდონელებისთვის მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მას ევროტურნირებზე გოლი ბოლოს 2018 წლის 27 ნოემბერს ჰქონდა გატანილი, როდესაც „რეალს“, „რომას“ 2:0 დამარცხებაში დაეხმარა. ორასი გოლიდან ბეილის ანგარიშზე 105 სამეფო კლუბში, 57 „ტოტენჰემში“, 5 „საუთჰემპტონში“, 33 კი უელსის ნაკრებშია.