გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო ჩეხეთის „ლიბერეცთან“, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი ვიმ დე დეკერი გათავისუფლდა. 38 წლის სპეციალისტი მაისში „გენტის“ მთავარი მწვრთნელი ლასლო ბოლონის ასისტენტი გახდა, 14 სექტემბრიდან კი ის მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებდა.
გენტმა ევროპალიგაზე ხუთივე შეხვედრა დათმო, ხოლო ბელგიის ჩემპიონატზე მე-12 ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონზე გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ უკვე მესამე მწვთნელი გაუშვა - იეს ტორუპი, ლასლო ბოლონი და ვიმ დე დეკერი. „გენტს“ ბოლო 15 ოფიციალური მატჩიდან 11 წაგებული აქვს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს გენტის რიგებში, ბელგიის ჩემპიონატზე 4 ოქტომბერს „ბეერსხოტთან" ითამაშა, რის შემდეგაც მან მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ამ დროისთვის, ქართველი შემტევი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ის განაცხადში ჯერ ვერ მოხვდა. მიმდინარე სეზონში მას 4 მატჩში ერთი საგოლე პასი აქვს.