„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელ ნეიმარს მომდევნო სეზონიდან ლიონელ მესისთან ერთად თამაში უნდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ „მანჩესტერთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა.
„ყველაზე მეტად ისევ მესისთან ერთად თამაში მსურს. მას ჩემს პოზიციას დავუთმობ თუ ენდომება, ჩემთვის პრობლემა არ არის. მომდევნო სეზონში ერთად უნდა ვითამაშოთ, დარწმუნებული ვარ“, - თქვა ნეიმარმა.
ნეიმარს არ დაუკონკრეტებია რომელი გუნდის რიგებში უნდა არგენტინელთან ერთად თამაში. ისინი 2013-2017 წლებში იყვნენ თანაგუნდელები და „ბარსელონას“ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული დუეტი შექმნეს.