არგენტინის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი პაბლო მატერა გუნდიდან ქსენოფობიური და რასისტული პოსტების გამო მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მატერას მიერ 9 წლის წინ Twitter-ზე დაწერილი სტატუსები, არგენტინულ მედიაში ახლახანს გახმაურდა.
„ვტოვებ ამ შავებით სავსე ქვეყანას! კარგი დილაა საიმისოდ, რომ გავიდეთ მანქანით და შავკანიანებს გადავუაროთ“, - ასე გამოეხმაურა მატერა 2012 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ 20 წლამდელთა მსოფლიო თასის დასრულებას სოციალურ ქსელში.
მატერას აგრეთვე ქსენოფობიური კომენტარები ჰქონდა გაკეთებული ბოლივიელებსა და პარაგვაელებზე. მისი პოსტები ახლა წაშლილია და თავად მორაგბემ განაცხადა, რომ ძალიან რცხვენია და ბოდიშს უხდის ყველას, ვინც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.