მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს.
21 წლის ავტომრბოლელმა „ჰაასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
წლევანდელ სეზონში უმცროსი-შუმახერი ფორმულა 2-ში გამოდის და საერთო ჩათვლასაც ლიდერობს, „ჰაასში“ კი მისი მეწყვილე, 2021 წელს, რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი იქნება.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიკ შუმახერმა კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადაა და შეეცდება „ფორმულა 1“-შიც ისევე დამაჯერებლად გამოვიდეს, როგორც „ფორმულა 2“-ში.