სლოვაკეთის გამოცემა „სპორტ სლოვაკიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში გატარებულ 5-წლიან პერიოდსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება, თუმცა როგორც თავად განაცხადა, მას სურს საქმიანობა საკლუბო ფეხბურთში განაგრძოს.
სლოვაკი მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხუთი წელი ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ჩატარებული 47 მატჩიდან გუნდმა 16 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 16 წააგო. ვაისთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი მისმა ასისტენტებმა, ბორის კიტკამ, იოზეფ კონტირმა და რომან შვანტნერმაც დატოვეს.