კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 750-ე გოლი გაიტანა. ეს გოლი პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, კიევის „დიანამოს“ კარში გაიტანა. ტურინის „იუვენტუსმა“ კიევის „დინამო“ 3:0 დაამარცხა, ამ შეხვედრის მეორე გოლი რონალდუს ანგარიშზეა.

კრიშტიანუ რონალდუმ 750 გოლიდან, 450 „რეალის“ შემადგენლობაში გაიტანა, 118 - „მანჩესტერ იუნაიტედში“, 102 პორტუგალიის ნაკრებში, 75 - „იუვენტუსში“ და 5 ლისაბონის „სპორტინგში“.

„750 გოლი, 750 ბედნიერი მომენტი, 750 ბედნიერი ღიმილი ფანების სახეებზე. დიდი მადლობა ყველას, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ყველას ვინც დამეხმარა ამ საოცარი რიცხვისთვის მიმეღწია კარიერაში. მადლობა ოპონენტებს, რომელთა გამოც ყოველდღე სულ უფრო მეტს ვშრომობ. ყველაზე მეტად, მადლობა ჩემს ლამაზ ოჯახს, რომელიც წარმატებისა და წარუმატებლობის ჟამს, ყოველთვის ჩემს გვერდითაა. შემდეგი გაჩერება - 800 გოლი! წავედით! - Fino Alla Fine!“, - ასე გამოეხმაურა რონალდუ თავის 750-ე გოლს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 7 დეკემბერს „ბარსელონა“, „იუვენტუსს“ მასპინძლობს.