კომპანიამ National Research Group კინოსა და ტელევიზიის სფეროში ყველაზე პოპულარული ფრანშიზების რეიტინგი შეადგინა. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ საკითხის კვლევა 2019 წლის იანვარში დაიწყო და მასში 350 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი 700 პოპულარული ფრანშიზის შესახებ კითხვებს პასუხობდნენ. შედეგების დამუშავების შემდეგ საუკეთესო ფილმებისა და სერიალების ოცეული დადგინდა.
სიის 70%-ს Disney-ს და Marvel-ის პროექტები იკავებს. პირველ ხუთეულში შევიდნენ: „მანდალორელი“, „შურისმაძიებლები“, „უცნაური ამბები“, „ჯონ უიკი“ და „შავი პანტერა“.