ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ კიას-ბიორნი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. კიას-ბორნმა კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას „შეშლილი მაქსში“ შესრულებულმა ბოროტი პერსონაჟის როლმა მოუტანა.
40-წლიანი კარიერის მანძილზე მას 20-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლოს კიას-ბიორნი 2015 წელს „შეშლილი მაქსი - მრისხანების გზაში“ გადაიღეს.