24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

რეგისტრაციისთვის აუცილებელი ხელმოწერების წარდგენა კანდიდატებს 23 დეკემბრიდან, 11 იანვრამდე შეეძლებათ, 15-დან 22 იანვრამდე მონაკვეთი კი საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისთვის არის გაწერილი.

თითო კანდიდატს კლუბის მინიმუმ 2,300 წევრის ხელმოწერა სჭირდება. ვინც ხელმოწერების საჭირო რაოდენობას ვერ შეაგროვებს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„ბლაუგრანას“ პრეზიდენტობის სურვილი უკვე გამოთქვეს, ვიქტორ ფონტმა, ემილი რუსომ და ჟოან ლაპორტამ. კლუბის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი კი კარლეს ტუსკეტია.