კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს „რუბინთან“ ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. ამის შესახებ ყაზანური კლუბის პრეს-სამსახური იტყობინება.
„ბოლო ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ის ყაზანში დაბრუნდა და გუნდს შეუერთდა,“-ნათქვამია განცხადებაში.
„რუბინის“ ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი 11 ნოემბერს დაუდასტურდა, რის გამოც ის საქართველოს ეროვნულ გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთა, სომხეთსა და ესტონეთთან მატჩებში ვერ დაეხმარა.