ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ France 24 წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უცნობმა კოლექციონერმა დეტალში 274 475 ევრო გადაიხადა. ლოტის საწყისი ფასი 40 ათას ევროს არ აღემატებოდა. სპირალური კიბის ფრაგმენტი 3 მეტრის სიმაღლისაა და წარსულში ის ეიფელის კოშკის მეორე და მესამე სართულებს აკავშირებდა.