კანადელმა მსახიობმა ელენ პეიჯმა თავი ტრანსგენდერად გამოაცხადა და ელიოტი დაირქვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„მინდა გაცნობოთ, რომ ტრანსი ვარ და ჩემი სახელი ელიოტია. ბედნიერი ვარ, მაგრამ მეშინია ე.წ. „ხუმრობების,“ სიძულვილისა და ძალადობის, რომელიც დღეიდან ჩემ წინააღმდეგ იქნება მომართული“, - წერს 33 წლის მსახიობი Twitter-ზე.
2014 წელს პეიჯმა განაცხადა, რომ ლესბოსელია. ის უკვე 2 წელია ქორწინებაშია მოცეკვავე ემა პორტნერთან. ამჟამად პეიჯს Netflix-ის სერიალში Тhe Umbrella Academy იღებენ. 2007 წლის ფილმში „ჯუნო“ შესრულებული როლისთვის მსახიობი „ოსკარზე“ იყო წარდგენილი.