რუმინეთში აღმოჩენილი ლითონის ობელისკიც გაუჩინარდა

რუმინეთში აღმოჩენილი ლითონის ობელისკიც გაუჩინარდა

ლითონის ობელისკი, რომელიც რუმინეთში აღმოაჩინეს, გაუჩინარდა, ისევე როგორც მისი წინამორბედი აშშ-ში. ამის შესახებ Insider-ი წერს.

არავინ იცის, ვინ დაამონტაჟა და ვინ განახორციელა ქანდაკების დემონტაჟი, თუმცა სავარაუდოდ ობელისკი ღამის განმავლობაში ჩამოხსნეს.

აშშ-ში, იუტას უდაბნოში მსგავსი ობელისკი 18 ნოემბერს, ვერტმფრენიდან შენიშნეს. მას შემდეგ ინტერნეტ-მომხმარებლებმა ფოტოების მიხედვით მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს და ობიექტის სანახავად მიდიოდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ობიექტი გაუჩინარდა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ საქმის გამოსაძიებლად არც დრო აქვთ და არც რესურსები.

ობელისკის გაუჩინარების დღეს, ანალოგიური ქანდაკება უკვე რუმინეთში იპოვეს. არსებობს ვერსია, რომ იუტაში ნაპოვნი ობელისკები ამერიკელი ხელოვნის, ჯონ მაკკრაკენის ნამუშევარია.