პოლიტიკურმა პარტიებმა სააგიტაციო მასალა საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღეში უნდა ჩამოხსნან

პოლიტიკურმა პარტიებმა სააგიტაციო მასალა საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღეში უნდა ჩამოხსნან

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ პლაკატებისა და სხვა სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი მოაწესრიგონ ამ მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ პლაკატებისა და სხვა სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი მოაწესრიგონ ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს პლაკატები კედლებზე, ღობეებზე, რაც ვიზუალურად ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციაც, 1000 ლარის ოდენობით. მინდა დავავალო, მუნიციპალურ ინსპექციას, რომ ყურადღება მიაქციონ ამას. არ გვსურს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს“, - განაცხადა კალაძემ.