ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეუღლეების ჩხუბი კიბოს განვითარებას 34 პროცენტით აჩქარებს.
ამასთანავე, კინკლაობა ცუდად მოქმედებს ორივე მეუღლეზე. ჩხუბი არღვევს ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის სისტემას, აქვეითებს იმუნიტეტს და შლის ჰორმონალურ ბალანსს.
ასეთი დასკვნა გააკეთეს 12-წლიანი გამოკვლევის შემდეგ ლონდონელმა მეცნიერებმა.
ამას გარდა, დადგინდა, რომ ქალები უფრო ემოციურები არიან და ისინი უფრო იტანენ სტრესს.
ასევე, ცოლქმრულ კინკლაობას მოჰყვება მძიმე დაავადებები და თან არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ეწევა ადამიანი სიგარეტს თუ არა.
უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ, თუ მეუღლეები ჩხუბობენ, მათ 50 პროცენტით უქვეითდებათ იმუნიტეტი.