ზურაბ ჯაფარიძე: მესამე რაუნდზე გამოჩნდება, არის თუ არა შეთანხმების რესურსი

ზურაბ ჯაფარიძე: მესამე რაუნდზე გამოჩნდება, არის თუ არა შეთანხმების რესურსი

მესამე რაუნდზე გამოჩნდება, არის თუ არა შეთანხმების რესურსი, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მეორე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ოპოზიციის წინადადება იყო მოლაპარაკების მაგიდაზე და ხელისუფლებას უნდა მოეტანა ამაზე პასუხი, ამის შემდეგ ინდივიდუალურ რეჟიმში მომლაპარაკებლებთან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ვნახე, რომ ისინი ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას ცდილობენ.

ამ შეხვედრების შემდეგ არ გამჩენია შთაბეჭდილება, რომ პოზიტიური ან ნეგატიური მოლოდინი მქონდეს, ამიტომ არ ვიცი, მესამე რაუნდი თუ ჩაინიშნება და იმედია მაქვს, რომ ჩაინიშნება. იქ გამოჩნდება, არის თუ არა შეთანხმების მიღწევის რაიმე რესურსი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.