პოლიტიკურ სპექტრს კონკრეტული შეთანხმების მისაღწევად ორ კვირაზე ნაკლები რჩება. ოპოზიცია დიპლომატების ჩართულობით მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული წინადადებების მოლოდინშია.
„ყველა ალტერნატიული შინაარსი, თუ რამე აქვს „ქართულ ოცნებას“ შესათავაზებელი. საჯაროდ უნდა განიხილოს, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის და არა - პოლიტიკური პარტიებისთვის. ჯერჯერობით, ასეთი ალტერნატივები, დეტალიზებული, არ მომისმენია. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზე, სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი, არ დავმალავ. ოპოზიციის მხრიდან, ახალი არჩევნების დათმობის საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება. ქვეყანაში მძაფრი კრიზისია; ეკონომიკა, კორონა, დემოკრატიული, პოლიტიკური, სოციალური... ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი მოძებნოს“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.