პირველად ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ქალი არბიტრი უმსაჯებს.
ეს პატივი წილად ფრანგ სტეფანი ფრაპარს ხვდა, რომელიც ტურინში „იუვენტუსისა“ და კიევის „დინამოს“ შორის გასამართ მატჩს მოემსახურება. მისი ასისტენტები ჰიშამ ზაკრანი, მეჰდი რაჰმუნი, კარიმ აბედი და ბენუა მიიო იქნებიან.
ფრაპარი საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად 2019 წელს მოექცა, როდესაც „ჩელსი“ - „ლივერპულის“ ევროპის სუპერთასის თამაში იმსაჯა. წლევანდელ სეზონში კი საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრებს რეგულარულად ემსახურება.