ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონს ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. წინა კვირაში ინგლისელ ავტომრბოლელს სამჯერ ჰქონდა უარყოფითი პასუხი. ბოლო ტესტი მას კვირას, რბოლის წინ ჩაუტარდა.
რამდენ ხანს მოუწევს მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელს იზოლაციაში ყოფნა, ჯერჯერობით უცნობია. უკვე გადაწყვეტილია, რომ 6 დეკემბერს მომდევნო რბოლას ის აუცილებლად გამოტოვებს.