ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში რიანა მეგობარ მამაკაცს - ჰასან ჯამილს დაშორდა, რის შემდეგაც 32 წლის ვარსკვლავს რეპერ ASAP Rocky-სთან რომანს მიაწერდნენ. თუმცა თუ დღემდე ინფორმაცია არ დასტურდებოდა, ამჯერად როგორც ცნობილი გამოცემები იუწყებიან, ინსაიდერებმა მათი რომანტიკული ურთიერთობა დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავები ერთმანეთს უკვე დიდი ხანია იცნობენ და პირველად რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში - Diamonds გამოჩნდა.
2018 წელს კი, ისინი ერთად პარიზის მოდის კვირეულზე, Louis Vuitton-ის ჩვენებაზე დააფიქსირეს.