კანადაში კაცმა, რომელმაც აგვისტოს დასაწყისში ლატარეის ბილეთი შეიძინა, მხოლოდ სექტემბერში შეიტყო, რომ ჯეკპოტი, $75 000-ზე მეტი მოიგო, - წერს UPI.
როგორც ირკვევა, გათამაშების ყურებისას მან მხოლოდ ძირითადი რიცხვები შეამოწმა, თუმცა, თითქმის თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბონუს რიცხვების წყალობით, ის $76 924-ის მფლობელი გახდა.
როგორც გამარჯვებული ამბობს, თანხის ნაწილს სახლის შესაკეთებლად გამოიყენებს, ნაწილს კი, შვილებს გაუზიარებს.