2021 წლის პირველი იანვრიდან პენსია გაიზრდება

2021 წლის პირველი იანვრიდან პენსია გაიზრდება

2021 წლის პირველი იანვრიდან პენსია 20 და 25 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2021 წლის ბიუჯეტი უკვე წარდგენილია პარლამენტში, რის მიხედვითაც საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მილიონი ლარი (გაზრდილია 370 მილიონი ლარით).

"2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. ინფორმაციისთვის, პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მილიონ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.