საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 759 ადამიანს დაუდასტურდა, 3 574 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 759 ადამიანს დაუდასტურდა, 3 574 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 759 ადამიანს დაუდასტურდა, 3 574 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 139 343 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 117 560-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1303 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1 978 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 366 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 708 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.