ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა სოციალურ ქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გაავრცელა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა სოციალურ ქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა გაავრცელა

სიცოცხლის ხელყოფის მუქარა პოლიციის მისამართით. ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს.

ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით და უცენზურო გამონათქვამებით, ვაშაყმაძე ხალხს „პოლიციელების აჩეხვას“ მოუწოდებს. მძიმე შინაარსის ხუთ წუთიან ვიდეოში ის ერთგვარ მსხვერპლ შეწირვაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აღშფოთების მიზეზი კი, როგორც ირვევა, ბათუმში მიმდინარე იმ საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავება გახდა, სადაც თვითონაც აქტიურად მონაწილეობს.

მოგვიანებით მან ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა და მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნება. „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ასლან ვაშაყმაძე, რეგისტრირებული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად.

თანაგუნდელის მხრიდან პოლიციის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებების გამო, განმარტებები პარტია „თავისუფალ საქართველოში“ ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ასლან ვაშაყმაძე ოქრუაშვილის პარტიამდე, ნაციონალური მოძრაობის რიგებში ირიცხებოდა.

ნაცმოძრაობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები ემიჯნებიან მსგავს მოწოდებებს და ამბობენ, რომ ტრიბუნას ვაშაყმაძეს აღარ დაუთმობენ. ვაშაყმაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც აქტიურად მონაწილეობს და სიტყვით გამოდის ბათუმში მიმდინარე აქციებზე.

amo ემიჯნებიან კი არა ასეთ ცხოველს საერთოდ უნდა აეკრძალოს საზოგადებრივი საქმიანობა. ცივსისხლიანი ქილერი. თფუი . . .
4 წლის უკან