ნანა იოსელიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: მიუღებელია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება

ნანა იოსელიანი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: მიუღებელია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება

მის გარდა ამაზე დიდი სიხარული, სპორტში საქართველოსთვის ალბათ არავის მიუნიჭებია, - ამის შესახებ მოჭადრაკემ, 5 გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა „ქრონიკაში“ ნონა გაფრინდაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„მიუღებელია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი კატეგორიული დამოკიდებულება და ძირითადად პიროვნული შეურაცხყოფა. ეს საერთოდ პრობლემაა ჩვენი საზოგადოების, სამწუხაროდ ეს დღევანდელი და გუშინდელი არ არის. ჩვენ ამას ძალიან მივეჩვიეთ და ამ ნაბიჯს ადვილად ვდგამთ“, - განაცხადა ნანა იოსელიანმა.

ნიკა გვარამიამ ნონა გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა იმის გამო უწოდა, რომ იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად ჩატარებულად მიიჩნევს.

 

Aburjga Tasmanieli ღმერთო დიდებულო! თუ ამ გადაგვარებულ მურთხ გვარამიას ესეც შერჩა, მომკვდარა საქართველო და ეს არის!
4 წლის უკან