კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი კლუბს კომპენსაციის გადაუხდელობის გამო უჩივის. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია და მას კონტრაქტის ადრეულ ეტაპზე გაწყვეტისთვის კომპენსაცია არ გადაუხადა.
ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა AS-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით სეტიენმა სარჩელი უკვე შეიტანა.
ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონას“ სათავეში 2020 წლის 13 იანვარს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ასპარეზობას მეოთხედფინალში გამოეთიშა, სადაც „ბაიერნთან“ 2:8 დამარცხდა. მან ერნესტო ვალვერდე ჩაანაცვლა, რომელიც ასევე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს.