ლეონიდ სლუცკი:

ლეონიდ სლუცკი: "სად არის ხვიჩა? არაფერი შეცვლილა, ველოდებით"

ხვიჩა კვარაცხელია უკვე მე-19 დღეა იზოლაციაშია და კორონავირუსი ვერ დაამარცხა. ყაზანის „რუბინმა“ კი მის გარეშე მოსკოვის ცსკა-ს შინ 1:0 მოუგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი უთქვამს - არც რუსმა სპეციალისტმა იცის, როდის დაუბრუნდება გუნდს 19 წლის ქართველი.

„ეროვნულ ნაკრებში მისი დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ისევ საქართველოს ტერიტორიაზეა, ველოდებით მის დაბრუნებას. ბომი და სტარფელტი უკვე დაბრუნდნენ, თუმცა მათაც ვირუსი დაახლოებით იმავე დროს დაუდასტურდათ. კვარაცხელიას ჯერ აქ არ არის“, - თქვა სლუცკიმ.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩას დაინფიცირების პერიოდში „რუბინის“ ორი ფეხბურთელი, კარლ სტარფელტი და ჰვან ინ-ბომი დაინფიცირდნენ, მაგრამ უკვე გამოჯანმრთელდნენ და ცსკა-სთან ორივემ ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.