კენიაში კაცი ბალზამირების დროს გაცოცხლდა

კენიაში კაცი ბალზამირების დროს გაცოცხლდა

კენიაში, კაცი მორგში ბალზამირების პროცედურის დროს გაცოცხლდა. ამის შესახებ New York Post-ი გამოცემა The Standart-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, 32 წლის პიტერ კიგენი კლინიკაში კუჭის პრობლემებისგან გამოწვეული კომატოზური მდგომარეობით მიიყვანეს. კიგენის ძმის განცხადებით, მას ერთ-ერთმა მედდამ აცნობა, რომ პაციენტი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მან კინგის ძმას გადასცა შესაბამისი საბუთები, რის საფუძველზეც ნათესავებმა გარდაცვლილის ცხედარი მორგში გადაასვენეს.

მომხდარიდან 4 საათის შემდეგ, მორგის თანამშრომელმა ბალზამირების პროცედურა დაიწყო და კიგენს ფეხი გაუჭრა. კაცმა ტკივილისგან დაიყვირა. „როგორ მიხვდნენ ისინი რომ მკვდარი ვიყავი? არ მჯეროდა, მორგში როგორ მოვხვდი, გაოგნებული ვიყავი“, - იხსენებს პიტერ კიგეინი.

კლინიკის ექიმი, მომხდარში პიტერ კიგენის ნათესავებს ადანაშაულებს, რადგან ისინი გადაცვალების ცნობას არ დაელოდნენ და კაცი მორგში გადაასვენეს.

ექიმის განცხადებით კიგენი კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის და მას მალე გაწერენ.