ინდოეთში კაცი საკუთარი კრემაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ NDTV-ი იუწყება.
ნოემბრის დასაწყისში 75 წლის ინდოელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 დღის შემდეგ ახლობლებს მისი გარდაცვალება შეატყობინეს.
ცხედარი წესების თანახად ინახებოდა. ის ოჯახის წევრებს შორიდან აჩვენეს, რის გამოც, სავარაუდოდ, კარგად ვერ ამოიცნეს.
კაცის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით კი ოჯახს საავადმყოფოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა და ის უნდა გაეწერათ.
როგორც გაირკვა, ექიმებს გარდაცვლილი სხვა პაციენტში აერიათ. მომხდარს სპეციალური კომისია იძიებს.