აშშ-ს პირველი ლედი მემუარების გამოცემას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Page Six-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, მელანიას ახლობლები კი თვლიან, რომ პირველი ლედის გულახდილი ისტორიები მკითხველისთვის საინტერესო იქნება და მას სოლიდურ შემოსავალს მოუტანს.
აშშ-ს ყოფილი ლედის, მიშელ ობამას მემუარები (A Promised Land) 17 ნოემბერს გამოიცა და გაყიდვების რეკორდს ხსნის.