მსოფლიოში ყველაზე მარტოსული სპილო ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს.
36 წლის სპილო კაავანი, რომელიც რამდენიმე წელია, ჭარბი წონით იტანჯება, ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს. გიგანტური ცხოველის გასათავისუფლებლად, რომელმაც მთელი ცხოვრება გალიაში გაატარა, სოციალურ ქსელებში კამპანია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მომღერალი შერი ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი აქტიური ძალისხმევით მოხერხდა კაავანის გადაყვანა კამბოჯაში მდებარე სიერ-რიპის ნაკრძალში.
პოპვარსკვლავი დახმარებისთვის მოძრაობა „Free the Wild“-ის აქტივისტებს უხდის. სპილო გალიაში რამდენიმე წელი ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული და ზოოპარკის სტუმრების გასართობად სხვადასხვა ილეთის გაკეთებას აიძულებდნენ. კაავანის გათავისუფლებას შერი და მისი თანამოაზრეები რამდენიმე წელი უშედეგოდ ცდილობდნენ. მომღერალი სპილოს მოსანახულებლად პაკისტანში რამდენჯერმე იყო ჩასული. ბოლო ვიზიტისას ის პაკისტანის პრემიერსაც შეხვდა. საბოლოოდ, საქმე სასამართლოს გადაეცა, რომელმაც დაასკვნა, რომ ცხოველი ზოოპარკში არაკომფორტულ გარემოში იმყოფებოდა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
კაავანს პაკისტანში „მსოფლიოში ყველა მარტოსული სპილო“ დაარქვეს. 8 წლის წინ მან პარტნიორი დაკარგა, რის გამოც მძიმე დეპრესია დაეწყო.