მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: არავის აქვს უფლება პროტესტის რაიმე ფორმა უკარნახოს ქართველ ხალხს

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: არავის აქვს უფლება პროტესტის რაიმე ფორმა უკარნახოს ქართველ ხალხს

პოზიცია, რომელიც იქნა გადმოცემული, როგორც ამ მოლაპარაკების პროცესში დაფიქსირებული, ვფიქრობთ რომ ყველაზე რელევანტურია, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„არის გარკევული თემები, რომლის პოლიტიზირება და დრამატიზირება აუცილებელი არ გახლავთ. მათ შორისაა ისეთი საკითხები, რომლებიც გარკვეული ეკონომიკური სოციალური და ჰუმანიტარული საკითხების მოწესრიგებას უკავშირდება, მათ შორის ტურისტების მიმოსვლას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე, ასევე პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არავის აქვს უფლება საქართველოში პროტესტის რაიმე ფორმა უკარნახოს ქართველ ხალხს. „როგორიც იქნება ქართველი ხალხის განწყობა და დამოკიდებულება, ეს იქნება ლეგიტიმური. მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ უსაფრთხოების საკითხებზე, რა თვალსაზრისითაც ვფიქრობ რომ ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არ არსებობდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს „ლელოს“, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარი გააპროტესტეს და სამინისტროს შესასვლელის წინ საბჭოთა სიმბოლიკა დახატეს.

27 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

amo ლელოვ“, „ევროპულო საქართველოვ“ და „ნაციონალურო მოძრაობავ“ 20% ხომ ჩაახუტეთ რუსეთს, ახლა აცალეთ სხვას საქმის კეთება. ოხ, ბიძინა, ბიძინა . . .
3 წლის უკან