დაპირისპირება პარლამენტთან და საგარეოსთან, აქტივისტებმა ნამგალი და ურო დახატეს

დაპირისპირება პარლამენტთან და საგარეოსთან, აქტივისტებმა ნამგალი და ურო დახატეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან ხატია დეკანოიძესთან და აქტივისტებთან ერთად საქართველოს პარლამენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სტენსილი „ნამგალი და ურო“ დახატეს.

შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც აღმართულ კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ, თუმცა სამართალდამცევლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოყვა.