გოგა ხაინდრავა: ექიმების შეურაცხყოფა არის ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა

გოგა ხაინდრავა: ექიმების შეურაცხყოფა არის ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა

ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ექიმებს აგინებენ. ეს მეტყველებს საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და პოლიტიკური ჭაობის აბსოლუტურ დეგრადაციაზე. 30 წელია ეს ჭაობია. სამწუხაროდ ამ ჭაობში ნებაყოფლობით ჩავიდნენ ახალი მოთამაშეები, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგში“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„ქართველმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ვიდრე ექიმების ლანძღვა წარმოუდგენელია. ეს ექიმები არიან ჩვენი შვილები, მამები და ეს არის მეორე მსოფლიო ომის დონის ბრძოლა. ის სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგები და დღეს ებრძვიან ძალიან მძიმე სენს და ძალიან დიდ ჭირს, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. ესენი არიან იმ დონის ადამიანები, რომლებიც ადრე ომში ნებაყოფლობით მიდიოდნენ სამშობლოსა და ოჯახების დასაცავად. მათი შეურაცხყოფა არის ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფა. ეს არის საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა. ბუნებრივია, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ღირსება არ გააჩნიათ და ამ პოლიტიკურ ჭაობს ღირსება არ გააჩნია, ესენი არიან 2 კაპიკზე გაყიდულები, მთელი ცხოვრება. უკანასკნელი მოვლენები ამას აჩვენებს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.