ხატია დეკანოიძე: თუ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება

ხატია დეკანოიძე: თუ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება

თუ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებენ, ეს ფული კორუფციაში გაიფლანგება, - ამის შესახებ Facebook-ზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

„კიდევ ერთხელ პარტიების დაფინანსების წუხილზე:

- ეს არ არის მხოლოდ საპარალამენტო საქმიანობა, პოლიტიკურ პარტიას პარლამენტის გარეთ უამრავი ფუნქცია აქვს, რომელიც „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ;

- ნუ ვაფიქრებინებთ „ქართულ ოცნებასა“ და მის პროპაგანდას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ მას და მის გაზლუქებულ ბიუროკრატებს ეკუთვნის. ეს მოქალაქეების ფულია და სხვა წყარო ოპოზიციურ პარტიებს ამ ფინანსურ რეპრესიებში სამწუხაროდ ვერ ექნება;

- ამ ფულს ოპოპარტიები თუ არ მიიღებენ - გაიფლანგება კორუფციაში.

- თავისთავად, დაფინანსების სისტემა რომ სრულყოფილი არ არის, ეს პრობლემაა, თუმცა ძალიან მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ. მიგვიტაცა რეჟიმმა და ყველა ბერკეტი მის წინააღმდეგ გამოსაყენებელია.

და მნიშვნელოვანი: ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, პარტიას, მოქალაქეს.. ერთმანეთის საწინააღმდეგოც“, - წერს დეკანოიძე.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.

kolxi კორუფციის ერთერთი ბურჯი, თანაც ხატია, ორი მილიონი კორუფციული ფული ჩემოდანში ვის ედო აბა?!... გაგვახსენეთ ერთი... საბაჟოზე რომ ქალბატონი დააკავეს, ვინ იყო ნეტავი?!...
არა, ისე ხატია ვინ დაარქვა , საინტერესოა არა? სხვა სახელი უფრო შეეფერება ალბათ:):)))
3 წლის უკან
kolxi აი ზუსტად "სხვა წყაროებშია" ძაღლის თავი ჩამარხული...
3 წლის უკან