"რეალმა" შესაძლოა დიასი "ვესტ ჰემში გაანათხოვროს

მადრიდის "რეალმა" "ვესტ ჰემს" დომინიკელი ფეხბურთელის მარიანო დიასის იჯარა შესთავაზა. ასევე, "ჩაქუჩებს" შესაძლებლობა ექნება იანვარში ფეხბურთელი გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

დიასი "სამეფო კლუბმა" 2018 წელს "ლიონიდან" 21.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მარიანომ "რეალის" პირველ გუნდში 42 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო, ხოლო მიმდინარე სეზონში ტრავმირებული იყო და მხოლოდ ორ შეხვედრაში შეძლო მონაწილეობის მიღება.

ჯერჯერობით უცნობია "ვესტ ჰემის" პოზიცია დომინიკელი თავდამსხმელის დამატებასთან დაკავშირებით. ინგლისელები ასევე განიხილავენ "ბორნმუთის" შემტევის ჯოშუა კინგის კანდიდატურასაც.