ერიკ კლაპტონმა ახალი ალბომი ჩაწერა

ერიკ კლაპტონმა ახალი ალბომი ჩაწერა

ამერიკული გამოცემა „Rolling Stones”-ის ინფორმაციით, რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, 67 წლის ერიკ კლაპტონმა დუმილი დაარღვია და ახალი სტუდიური ალბომი ჩაწერა.

ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „Old Sock”. დისკი ხმის ჩამწერ სტუდიაში „Surfdog” მომზადდა და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 12 მარტს იხილავს.

„Old Sock” კლაპტონის რიგით ოცდამეერთე სტუდიური ჩანაწერია. მასში მუსიკოსის თერთმეტი ახალი კომპოზიცია იქნება განთავსებული.

დისკის გაყიდვაში გამოშვების თარიღი სპეციალურად არის შერჩეული. მიმდინარე წლის მარტში კლაპტონი აშშ-ში საგასტროლო ტურნეს ჩაატარებს. ცნობილია რომ მისი პირველი კონცერტი 14 მარტს, არიზონას შტატის ქალაქ ფინიქსში გაიმართება.

ახალ ალბომში შემდეგი კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი.

1. Further On Down The Road

2. Angel

3. Every Little Thing

4. The Folks Who Live On The Hill

5. Born To Lose

6. Till Your Well Runs Dry

7. All Of Me

8. Still Got The Blues

9. Goodnight Irene

10. Gotta Get Over

11. Your One And Only Man