დღეს მთავრობის, მოქალაქეებისა და ექიმების ამოცანაა, რომ საქართველო დავუბრუნოთ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც გვქონდა აგვისტომდე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო მაშინ იყო ეპიდემიის მართვის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ეს არის არა ვალდებულება, არამედ ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„დღეს მთავრობის, მოქალაქეებისა და ექიმების ამოცანაა, რომ საქართველო დავუბრუნოთ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც გვქონდა აგვისტომდე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო მაშინ იყო ეპიდემიის მართვის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ეს არის არა ვალდებულება, არამედ ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ჩვენს არსენალში არის რამდენიმე ინსტრუმენტი და ეს ყველამ კარგად იცის. პირველი ინსტრუმენტია სრული ლოკდაუნი, მეორე - საერთოდ შეზღუდვებზე უარის თქმა, მესამე კი - ეფექტური წერტილოვანი შეზღუდვები. როდესაც წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოს შეზღუდული რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ პანდემიასთან ბრძოლაში. რა არის პრინციპული და სისტემური განსხვავება პირველ ტალღასთან? როდესაც მაშინ შეზღუდვები დავაწესეთ, მსოფლიოში არავის ჰქონდა წარმოდგენა იმაზე, პანდემია რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. დღეს შევიმუშავეთ ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელიც მივიღეთ დისკუსიის შედეგად და ამ პროცესში ფართო საზოგადოება მონაწილეობდა. ვიმსჯელეთ ბიზნესთან, ეკონომისტებთან, ექიმებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და ჩვენს საერთაშორისო მრჩევლებთანაც“, - განაცხადა გახარიამ.
რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან - სრულად.