დიეგო მარადონას შვილი, დიეგო სინაგრა რეანიმაციაში მოხვდა. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი ტვიტერში წერს, 34 წლის დიეგოს კორონავირუსი აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა.
აღსანიშნავია, რომ მან მამის გარდაცვალების შესახებ ჟურნალისგან შეიტყო, რომელმაც კომენტარის გამო დაურეკა და ეს ამბავი ამცნო, თუმცა სინაგრამ მამის გარდაცვალებაზე მანამდე არაფერი იცოდა.
„სამწუხაროდ, ყვითელი პრესის ცნობილი ჟურნალისტი მასთან სატელეფონო საუბარს შეეცადა, რომ მისი რეაქცია გაერკვია. ასე შეიტყო დიეგო უმცოსმა, რომ მამა დაკარგა“, - წერს პალმერი.
დიეგო სინაგრა მარადონას უკანონო შვილია იტალიელი ქალბატონის, კრისტინა სინაგრასგან. მარადონამ ის შვილად 5 წლის წინ აღიარა. უმცროსი დიეგო პლაჟის ფეხბურთელია და იტალიის ნაკრებშიც თამაშობდა.