რონალდო მარადონას:

რონალდო მარადონას: "მოედანზე შენს მაგიას არასდროს დაივიწყებენ"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური წერილით გამოეხმაურა. რონალდოს განცხადებით, მარადონა ბავშვობიდანვე მისი შთაგონების წყარო იყო.

„სამწუხარო დღეა ჩვენთვის, ფეხბურთის მოყვარულთათვის. ჩვენმა სპორტმა ერთ-ერთი უდიდესი კერპიი დაკარგა. მე დავკარგე დიდი მეგობარი, რომლის ნიჭმა ბავშვობიდანვე შთამაგონა. მადლობელი ვარ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. „ელ პიბე“, შენი მემკვიდრეობა მარადიულია. შენია მაგია მოედანზე არასდროს მიეცემა დავიწყებას. მშვიდად განისვენე მეგობარო. ღმერთმა დაამშვიდოს შენი ოჯახი, მეგობრები და მთელი მსოფლიოს გარშემო ყველა თაობის შენი გულშემატკივრები“, - დაწერა რონალდომ.

შეგახსენებთ, დიეგო არმანდო მარადონა საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. ლეგენდარული არგენტინელის სიცოცხლე 60 წლის ასაკში დასრულდა.