გია ვოლსკი:  კანონმა უნდა განსაზღვროს, რამდენად შეიძლება, ადამიანმა ბოიკოტი გამოაცხადოს, მხართეძოზე წამოწვეს, ხალხმა გამოუყო დაფინანსება პარლამენტში სამუშაოდ და არ იმუშაოს

გია ვოლსკი:  კანონმა უნდა განსაზღვროს, რამდენად შეიძლება, ადამიანმა ბოიკოტი გამოაცხადოს, მხართეძოზე წამოწვეს, ხალხმა გამოუყო დაფინანსება პარლამენტში სამუშაოდ და არ იმუშაოს

მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღება გარკვეულწილად არჩევნების შედეგების ირიბი აღიარებაა.

„შეიძლება ასეც ითქვას, რომ გარკვეულწილად ირიბი აღიარებაა. მოითხოვე დაფინანსება სწორედ იმისთვის, რამდენი ხმაც პარლამენტში სამუშაოდ მიიღე. ამ დაფინანსების მიღება ნიშნავს, რომ სწორედაც აღიარებ იმ შედეგებს, რაც იყო. რეალურად, სიტყვაზე გამოკიდება, რომ ეს თქვი და ეს გააკეთე, რელევანტურად არ მიმაჩნია, ვინაიდან მე არასოდეს მინახავს, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთს უკავშირდებოდეს, როდესაც დესტრუქციულ ოპოზიციაზე გვაქვს საუბარი.

მსჯელობა იმის შესახებ, აღიარებს თუ არა, იღებს თუ არა დაფინანსებას და ეს ნიშნავს თუ არა აღიარებას, არაადეკვატურია, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, არაადეკვატურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. თუკი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, აქედან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რაც შეიძლება, საზოგადოებამ გააკეთოს, რომ დაფინანსება არც ეკუთვნით, მაგრამ ამ თემაზე სამსჯელოა, კანონმა უნდა განსაზღვროს, რამდენად შეიძლება ადამიანმა ბოიკოტი გამოაცხადოს, მხართეძოზე წამოწვეს ან ქუჩის აქციებს მიმართოს, სახელმწიფომ, ხალხმა გამოუყო დაფინანსება პარლამენტში სამუშაოდ და პარლამენტში არ იმუშაოს. ეს თემა სამსჯელოა. შიგნით რას მსჯელობენ და რას კამათობენ, ჩემთვის ცნობილი არ არის და მაინც და მაინც არც მაინტერესებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.