ჰოლდინგი City Football Group, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მფლობელია, „ბარსელონას“ თავდამსხმელს, ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ამის შესახებ გამოცემა The Times წერს.
33 წლის არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ნკონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც ის CFG-სგან ოფიციალურ შეთავაზებას მიიღებს. „სიტიში“ მესი მანამდე ითამაშებს, სანამ ოპტიმალურ ფორმაში იქნება, შემდეგ კი მას შესაძლებლობა ექნება კარიერა CFG-ს მფლობელობაში მყოფ კლუბებში გააგრძელოს.
საფეხბურთო კლუბები არაბულ ჰოლდინგს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ბელგიაში, ინდოეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ჩინეთში, ესპანეთსა და ურუგვაიში ჰყავს. მას შემდეგ კი, რაც საფეხბურთო კარიერას დაასრულებს, მესი „სიტის“ მსოფლიო ელჩი გახდება.