კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა

Goal-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა „ფერენცვაროშთან“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში, 70-ე ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ არგენტინელ კაპიტანს გაუთანაბრდა.

ამ თამაშში კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - პირველად ბოლო 123 წლის განმავლობაში, „იუვენტუსის“ დაცვის ხაზში არცერთი იტალიელი ფეხბურთელი არ იყო.

„ბებერმა ქალბატონმა“ უნგრელები დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.