მსოფლიოს მმართველ საკალათბურთო ორგანიზაციის, ფიბას რეიტინგში საქართველოს ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მეთორმეტე ადგილს იკავებს.
ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ევროპის ნაკრებების რეიტინგი, რომელიც სპეციალურად ნოემბრის ფანჯრის წინაა შედგენილ. საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა. გადაასწრო ევროპის ჩემპიონ სლოვენიას, რომელიც მე-14 პოზიციას იკავებს და რუსეთის ნაკრებს, რომელიც მე-13 ადილზეა.
„თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი ილია ზუროსის განკარგულებაში არიან. მიუხედავად ამისა, ისინი ისეთი ძლიერი შემადგენლობით არ არიან, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან გუნდს ნოემბრის ფანჯრის დროს ვერ ეხმარებიან რატი ანდრონიკაშვილი, გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. საქართველოს ნაკრები მოწინავე პოზიციებზეა და მომდევნო ორი თამაშის მოგების შემთხვევაში, ჯგუში 4 გამარჯვებითა და არცერთი წაგებით, კიდევ უფრო დაწინაურდება“, - წერია ფიბას საიტზე საქართველოს ნაკრების შესახებ.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ჩავიდა, ქალაქ ესპოოში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი „ბაბლის სისტემით“ ჩატარდება და ილიას ზუროსის გუნდი ორ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს, მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს კი შვეიცარიის ნაკრებთან ითამაშებს. ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში, ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე დამარცხებული ჰყავთ შვეიცარია (96:88) და სერბეთი (94:90) და E ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან.