შერონ სტოუნს კირკოროვთან ერთად იღებენ

შერონ სტოუნს კირკოროვთან ერთად იღებენ

ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი შერონ სტოუნი 54 წლის გახლავთ. „საპატიო ასაკის“ გამო, სურათი „ძირითადი ინსტიქტის“ თავის დროზე მომხიბვლელი პერსონაჟი დღეს პრაქტიკულად უმუშევარია.

ქალბატონი შერონი საქმიანი ადამიანია და საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობს.

ალბათ გახსოვთ მისი თბილისში სტუმრობა და მიხეილ სააკაშვილთან „ჩახუტება“. ქალის ჩამოსვლა საქართველოს ბიუჯეტს თუ მოარული ხმებით, ბატონ კობა ნაყოფიას იაფი ნამდვილად არ დაუჯდა. სტოუნი ვლადიმერ პუტინის ახლობელიც გახლავთ და მოსკოვში ვიზიტების შემდეგ საკუთარ საბანკო ანგარიშს  მსხვილი თანხით ავსებს.

რუსეთთან ამერიკელი ქალბატონის დიდ სიყვარულს თუ მივაწერთ იმ ფაქტს, რომ უახლოეს დღეებში სტოუნი ერთ „საინტერესო“ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

რუსული მას-მედიის მტკიცებით, სულ რაღაც 400 ათასი დოლარის სანაცვლოდ, შერონი ახალ მხატვრულ ფილმში ითამაშებს. სურათის სახელწოდებაა „სიყვარული დიდ ქალაქში“ და სტოუნი ფილიპ კირკოროვის საყვარლის როლს განასახიერებს.

ალა პუგაჩოვას ყოფილი ქმარი  54 წლის ჩაქრობის გზაზე დამდგარი ვარსკვლავის თავგამოდებული თაყვანისმცემელია. ზემოთდასახელებულ სურათში კირკოროვი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. სტოუნის მოწვევა მისი ახირება გახლდათ და ამისთვის ფული საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა.

რუსული სურათის გადაღება ამერიკულ ლას-ვეგასში უკვე მიმდინარეობს. შერონ სტოუნი დაკავებული მხოლოდ ორი დღე იქნება და სულ რაღაც 48 საათში თითქმის ნახევარი მილიონი დოლარით გამდიდრდება.