„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეუთანხმდა - გვამცნობს Todo Fichajes.
წყაროს მტკიცებით, მანჩესტერული კლუბი ბელგიელ შუახაზელს 2025 წლამდე გაუხანგრძლივებს ხელშეკრულებას. ცხადია, გაუმჯობესებული პირობებით. შედეგად, ის რაჰიმ სტერლინგთან ერთად გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
29 წლის დე ბრუინის ახლანდელ კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.