„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას აგრზელებს და ამჯერად მარკ გასოლის დამატება მოახერხა.
35 წლის ცენტრის სანაცვლოდ NBA-ს მოქმედ ჩემპიონს ავალ მაკგისთან დამშვიდობება მოუწია, რომელიც კარიერას „კლივლენდში“ გააგრძელებს. გასოლმა კი ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამერიკული მედიის ინფორმაციით ხელფასის სახით 2,56 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ესპანელი კალათბურთელი ბოლოს „ტორონტო რეპტორსში“ თამაშობდა, სადაც ბოლო 1 სეზონი გაატარა. „ლეიკერსი“ კი დუაიტ ჰოვარდს, დენი გრინს, ევერი ბრედლისა და ჯავალ მაკგის დაემშვიდობა.